N43 სკოლა

Just another WordPress.com weblog

ნიკო ლორთქიფანიძე

ყურადღებით ბავშვებო! 1. http://www.children.wanex.net / შესვლა / პროზა / მოთხრობები / ნოველები (ნიკო ლორთქიფანიძე) / მონა http://www.children.wanex.net/main_red.htm – მისამართი წაიკითხეთ ეს ნოველა და უპასუხეთ შემდეგ კითხვებზე: 1. რა გრძნობაა “საცოდავი?” – მოიყვანეთ მაგალითი; 2. რა გრძნობაა “საზიზღარი?” – მოიყვანეთ მაგალითები; 3. რატომ იყო მონა “ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი?” 4. თქვენი დამოკიდებულება საცოდავი და საზიზღარი ადამიანების მიმართ; პასუხი გამოგზავნეთ!

მარტი 15, 2007 - Posted by | Uncategorized

17 Comments »

  1. 1) საცოდავი ადამიანი, ცხოვრების საცოდავი ნაწილია, რომლის ადგილი ამ ცხოვრებაში დაბინძურებულია.
    2) საზიზღარი ადამიანი კი საცოდავზე უფრო საცოდავი და საზიზღარია. ის ამ ცხოვრების „მუწუკია“, რომლის ადგილი ძალზედ მწირი და დაბინძურებულია.
    3)

    კომენტარი ავტორი თეონა ჩხეტიანი | მარტი 21, 2007 | პასუხი

  2. am prozaul natarmoebshi me shevigdeni udidesi cheshmariteba niko lortqipanidis taisublebisken trpobis:D:D:D es udidesi gdnobaaaa da igi shlis kisers tevs tavs magla da midis tavisuplad !

    კომენტარი ავტორი გიორგი paichazdee | მარტი 21, 2007 | პასუხი

  3. 3)მონა ნაკლებად საცოდავი ვიდრე საზიზღარი იმიტომ არის, რომ ის ჭეშმარიტი მონაა.
    4)

    კომენტარი ავტორი თეონა ჩხეტიანი | მარტი 21, 2007 | პასუხი

  4. 1ჩემის აზრით საცოდავი ადამიანია რომელსაც სხვა ჩაგრავს. 2ჩემი აზრით საზიზღარი არის ის ვინც უზნეოდ იქცევა. 3რადგან ის მონა არი და სხვის ბრძანებას ასრულებს. 4საცოდავები მეცოდებიან საზიზღრები არა.

    კომენტარი ავტორი თაკო | მარტი 21, 2007 | პასუხი

  5. 4)ჩემი აზრით, საცოდავი და საზიზღარი ადამიანები ერთმანელისაგან ძალიან განსხვავებულები არიან. მაგრამ ადამიანში ეს ორივე გრძნობა მათ მიმართ საცოდაობას იწვევს. საცოდავი საცოდავია იმიტომ რომ ისა საცოდავია, მაგრამ საზიზღარი საცოდავია იმიტომ, რომ ის საზიზღარია.

    კომენტარი ავტორი თეონა ჩხეტიანი | მარტი 21, 2007 | პასუხი

  6. 1)ჩემი აზრით ადამიანი საცოდავი არის,როდესაც მას არ გააჩნია იმის უნარი,რომ ვინმე უყვარდეს.ასევე იმ შემთხვევაში თუ იგი არავის არ უყვარს,აი როდესაც ადამიანს არ ყავს მეგობარი მასზე საცოდავი არსება კი ნამდვილად არ არსებობს არ აფასებს თავის შესაძლებლობებს სათანადოდ და არა აქვს ცხოვრებაში არაფრი იმედი!
    2)თავისი თვისებებითა და ქცევით 3.მონა საცოდავი არის რადგან არ ქონდა არაფრის იმედი და არც ამბიცია იმისა დაეღწია თავი მონობას.4)საცოდავი ადამიანი მე მეცოდება საზიზღარი კი ზიზღს!

    კომენტარი ავტორი ნინო ჩოკორაია | მარტი 21, 2007 | პასუხი

  7. 1 ყველაზე მეტად საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზეც კი არ გააჩნია უფლებები, რომელსაც ხმამაღლა არ შეუძლია თქვას- ,, მე ვარ თავისუფალი ადამიანი,,
    2 საზიზღარია ადამიანი, რომელიც ადამიანს ყველაზე დიდ განძს- თავისუფლებას ართმევს!
    3 ნაკლებად საცოდავი იმიტომ, რომ მას შეეძლო ებრძოლა
    თავისუფლებისათვის, მაგრამ ურიგდებოდა თავის მონურ
    ყოფას. სწორედ ის ფაქტი, რომ იგი ადვილად თმობს თავისუფლებას, განაპირობებს ამ ადამიანის ამგვარ
    შეფასებას.
    4 ჩემი აზრით, საცოდავია ადამიანი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია. საზიზღარია- ის ვინც, საკუთარი ქმედებით არა მარტო სხვას, არამედ
    საკუთარ თავსაც აყენებს ზიანს.

    კომენტარი ავტორი მარი კალანდია | მარტი 21, 2007 | პასუხი

  8. ნიკო ლორთქიფანიძეს ამ მოთხრობით უნდოდა ეთქვა ყველასთვის რომ ადამიანი რომელიც მიშორებულია თავის სამშობლოს თავის საყვარელ ხალხს ის გინდაც სინამდვილეში ავად არ იყოს მისი გულია ავად და ბოლოს ასეთ ადამიანს გული უკვდება და იგი აგრძელებს უგულოდ ცხოვრებას ისეთ ცხოვრებას რომელსაც ჩალის ფასიც არ აქვს.

    კომენტარი ავტორი ნინო წომიკურიძე | მარტი 23, 2007 | პასუხი

  9. ჩემი აზრით ნიკო ლორთქიფანიძემ თავის ნაწარმოებში
    „გული“ მოგვითხრობს იმ ადამიანის ბედს რომელიც სამშობლოს მოცილებულია. ეს ადამიანი არ არის ბედნიერი ენატრება თავისი მეგობრები და ამდენი ნერვიულობის მიზეზი გახდა რომ მისმა გულმა ვერ გაუძლო. მე ვფიქრობ რომ მისი გული იცოცხლებდა მხოლოდ
    თავის მიწა-წყალზე.

    კომენტარი ავტორი ნათია სადღობელაშვილი | მარტი 23, 2007 | პასუხი

  10. ჩემი აზრით,ნიკო ლორთქიფანიძეს მოთხრობით “გული“ უნდოდა ეთქვა, რომ ის ადამიანი , რომელიც საზღვარ გარეთ მიდის,მაგრამ მას მთელი გულით და სულით არ უნდა წასვლა, იგი ტოვებს გულს თავის სამშობლოში, ანუ
    მისი სხეული კი მიემგზავრრება, მაგრამ გული რჩება! ამ ყველაფერს კი იწვევს ნოსტალგია, რასაც იწვევს სამშობლოს სიყვარული!

    კომენტარი ავტორი მედეა კალაჩოვა | მარტი 23, 2007 | პასუხი

  11. ეს პატარა ნოველა, მოგვითხრობს უცხოეში წასულ ჭაბუკზე, რომელსაც ახლობელი არავინ ჰყავდა გვერდით. არც დის ნაზ ხელს მოუშუშებია მისი ჭრილობები და არც სატრფოს შეუხედავს მისთვის სიყვარულით,არც ახსარება ჩაუბარები მღვდლისთვის, რომლის უკვე აღარ სჯეროდა, მაგრამ მაინც სურდა სანუკვარი სიტყვების გაგონება. არც დედას გადმოსცვენია მის საწოლთა ერთი წვეთი ცრემი. ათასი სნეულებით ავად გამხდარი ყმაწვილი უბადრუკად გარდაიცვალა, და ექიმებიც იმართლებდნენ თავს რადგან, გადარჩენა ვერ მოახერხეს. ექიმმა გასინჯა რა ყმაწვილი გული სადღაც გამქრალიყო და მის ადგილა მხოლოს ვერფლი დარჩენილიყო. დედამ შვილი რომ ნახა ცხარე ცრემლით ატირდა და შეეკითხა “სად გაქრა შენი გული?“ კედლიდან პატარა რუკამ გადმოსძახა “მე დავაჭკნე!“ და “მე დავწვი!“ „ქვა მაგიდაზე დაგდებულმა სურათმა.
    ჩემი აზრით გული ჯერ საქართველოს პატარა რუკამ, საქართველოს ტანჯვამ, ვაებამ, უბედურებამ დააჭკნო, გულზე ჭრილობა გაუჩინა. ხოლო მაგიდაზე დაგდებულმა სატრფოს სურათმა, მისმა გვერდით არ ყოფნამ, მისმა სილამაზემ, სიყვარულით სავსე თვალებმა ყმაწვილს გული დაუდაგა, დაუფერფლა.

    კომენტარი ავტორი ანი ჭახნაკია | მარტი 23, 2007 | პასუხი

  12. ჩემი აზრით ნ.ლორთქიფანიძეს მარტოობა აწუხებდა.
    მისი თქმით,მას დედამ,ერმა,ნაცნობებმა და თვით სა-
    მშობლომ უღალატა.სწორედ მაგიტომ წერს პოეტი სიტყ-
    ვებს:” – მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.”

    კომენტარი ავტორი ა.ტატიშვილი | მარტი 23, 2007 | პასუხი

  13. ნიკო ლორთქიფანიძე ამ მოთხრობაში გვიამბობს კაცზე,რომელიც უცხო მიწაზე გარდაიცვალა ოჯახისა და სამშობლოსგან მოშორებული. სწორედ ამიტომ ამბობს რუკა,რომ მან მოუკლა გული. რა თქმა უნდა “გულის გაქრობა“ პირობითაა ნათქვამი…

    კომენტარი ავტორი მარიამ ღამბაშიძე | მარტი 23, 2007 | პასუხი

  14. ჩემი აზრით ნიკო ლორთქიფანიძის ამ მოთხრობაში აწუხებს მარტოობა.მას გული ტკიოდა ჩემი აზრით ერზე, დედაზე და ხალხზე რაც მთავარია სამშობლოზეც.მას უღალატა ყველამ ჩემი ჩამოთვლილთაგან, სწორედ ამიტომ დაეწვა გული ჩემი აზრით.

    კომენტარი ავტორი გ.მებურიშვილი | მარტი 23, 2007 | პასუხი

  15. direktors gaumarjos “nikushas klasi”direktors gaumarjos “nikushas klasi”direktors gaumarjos “nikushas klasi”direktors gaumarjos “nikushas klasi”

    კომენტარი ავტორი gio | ივნისი 13, 2007 | პასუხი

  16. ჩემთვის თქვენ ყოველთვის ”ნიკუშას კლასი” იქნებით ბავშვებო.ღმერთმა დაგლოცოთ!

    კომენტარი ავტორი შორენა | სექტემბერი 23, 2007 | პასუხი

  17. WP is a good site,how ever I have difficulties in latting people know about my blogs, how do I make to follow or comment on my blogs? Click http://s.intmainreturn0.com/hukcoo091645

    კომენტარი ავტორი allisonsnider86467 | აპრილი 9, 2016 | პასუხი


Leave a reply to ა.ტატიშვილი კომენტარის გაუქმება